ახალი ამბები
ცხვარიჭამიას ყოფილ ,,პიონერთა ქალაქში" ევროპული ბანაკი მოეწყობა
ცხვარიჭამიას ყოფილ პიონერთა ბანაკში ევროპული საზაფხულო ბანაკი ეწყობა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოზარდები დაისვენებენ. პირველი ნაკადი საქართველოში 2018 წლის 9-29 აგვისტოს ჩამოვა. ყოფილ პიონერთა ბანაკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ცხვარიჭამიაში წელს მხოლოდ პროგრამული ნაწილი განხორციელდება.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბანაკი 11 ქვეყნის 14-18 წლის ასაკის მოზარდებისთვისაა გათვალისწინებული.

"ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში"-ს მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა. ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში იქნება მოსამზადებელი ფაზა ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის და აღმოსავლეთ თანამშრომლობისა და ევროკავშირის ქვეყნებში სხვა დაინტერესებული ახაგაზრდებისთვის. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 11 ქვეყნის 100, 14-18 წლის ახალგაზრდა." - აღნიშნავენ ახალგაზრდობის ცენტრში.

ღია კონკურსი ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბანაკში მონაწილეების მისაღებად 2018 წლის 13 მაისს გამოცხადდა. 2018 წლის13 ივნისს დასრულდა აპლიკაციების მიღება ხოლო მიმდინარე წლის 16 ივნისს შეირჩა 100 მონაწილე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები