ახალი ამბები
გორის მერიაში დამატებით 3 კონდიციონერი შეიძინეს
გორის მერის, კოტე თავზარაშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში სხვადასხვა ზომის ორი ოთახისთვის კონდიციონერები შეიძინეს.

2018 წლის 13 და 20 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ერთი კონდიციონერი 60 კვ.მ ფართობზე, ხოლო მეორე - 35 კვ.მ ფართობზეა გათვლილი.

პარალელურად, სრულდება მერის ოთახის და შენობის შესასვლელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებმა კონდიციონერების შესყიდვა 2018 წლის მაისიდან დაიწეს. ყველაზე მეტი კონდიციონერი ხაშურის მერმა შეიძინა, გორის მერს მიმდინარე წლის ზაფხულში გამაგრილებელი მოწყობილობა 2018 წლის 28 ივნისს ჰქონდა შეძენილი. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები