ახალი ამბები
სოფელ ქვენატკოცაში გაყინული ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო გაიხსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში გაყინული ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო გაიხსნა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერის“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. კომპანიამ, საერთო ჯამში, 5 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა-ქართლის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და საქართველოში ისრაელის ელჩთან შაბთაი ცურისთან ერთად გახსნა სამაცივრო კომპლექსი და საწარმოო პროცესს გაეცნო.
1880 კვ.მ.-ზე გაშენებული სამაცივრო კომოლექსი, სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომელიც უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით 24 საათში გადაამუშავებს 20 ტონა ხილსა და ბოსტნეულს. კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია საექსპორტო ბაზარზე ევროკავშირის ქვეყენებში, ისრაელში, თურქეთში და პანამაში. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანი დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 80 ადამიანი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები