ახალი ამბები
საპატრულო პოლიციის წინ შეუძლოდ მყოფი ქალბატონი სასწრაფო დახმარებას 20 წუთი ელოდებოდა
შემთხვევა ერთი საათის წინ გორში მოხდა.

გორის ავტოსადგურიდან გამოსული ნიქოზის სამარშუტო ტაქსში მყოფი 60 წლის ქალბატონი, თირკმლის მწვავე უკმარისობის გამო ცუდად გახდა. მძღოლმა სამარშუტო ტაქსი საპატრულო პოლიციასთან გააჩერა.

შეუძლოდ მყოფი ქალბატონი მგზავრებმა პოლიციის წინ დააწვინეს და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. მგზავრების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები