ახალი ამბები
სახელმწიფო პრაგრამის ფარგლებში წვრილფეხა ცხოველების უფასო ვაქცინაცია ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პრევენციული და სავალდებულო წვრილფეხა საქონლის ინფექციური დაავადებების, თურქულის, ჯილეხის, ჭირის, ცხვრისა და თხის ყვავილის სავალდებულო ვაქცინაციას.

ამის შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცისა და სოფლის მეოურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მეცხვარეობის დარგის განვითარების მიზნით, ყოველ წლიურად პრევენციული და სავალდებულო ვაქცინაცია ხორციელდება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას.

სახელმწიფოს მიერ ასევე ხორციელდება დიაგნოსტიკური კვლევები, ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადებების დროულად გამოვლენის და შემდგომი რეაგირების მიზნით.

დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბება, რაც საერთაშორისო მხარდაჭერით ხორციელდება.

ცხოველების აღრიცხვიანობა მიკვლევადობას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას და ვეტერინარულ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები