ახალი ამბები
ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო
პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების ცესკო-სთვის მიმართვა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი 1 აგვისტოდან შეუძლიათ, ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახელების შემდეგ განაცხადა.

,,პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უკვე აქვს შესაძლებლობა მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დროულად დაიწყონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების პროცედურები. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესებს, ასევე საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ ნორმებს - აღნიშნული ნორმები საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე ამოქმედდება.“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები