ახალი ამბები
კასპის, ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატების მივლინებებისთვის გასულ წელს 34316 ლარი დაიხარჯა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევას მოიცავს 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში.

ანგარიშის თანახმად, მე-9 მოწვევის პირველ წელს დეპუტატები უფრო აქტიურები არიან საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის მხრივ წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ამ უფლებით პარლამენტის 92-მა წევრმა ისარგებლა. დარჩენილ დეპუტატებს შორის აღმოჩნდნენ ქარელის, ქალაქ გორისა და თემის მაჟორირიტარები. გიორგი თოთლაძეს, თენგიზ ხუბულურს და იოსებ მაკრახიძეს საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე აღნიშნული უფლებით არასოდეს უსარგებლიათ. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი მეზურნიშვილს მე-9 მოწვევის პარლამენტში - 11 გამოსვლა ჰქონდა, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, სიმონ ნოზაძეს კი 23, როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, 2017 წლის 18 ნოემბრიდან მიმდინაე წლის ივნისის ჩათვლით აღნიშნული მონაცემები აღარ შეცვლილა.

ანგარიშში საუბარია ასევე მოსახლეობასთან გამართულ საჯარო შეხვედრებზე.

ანგარიშში წარმოდგენილია ზეპირი მიმართვების აღრიცვის მაჩვენებელი, პირველ ხუთეულში გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური მოხვდა. მის ბიუროში აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის 18 ნოემბრიდან იმავე წლის დეკემბრის ბოლომდე 2071 -ით განისაზღვრა.

ანგარიშში ასახულია ასევე დეპუტატთა მივლინებების რაოდენობა და ხარჯები. ამ კატეგორიაში ქალაქ გორისა და თემის მაჟორიტარები ვერ მოხვდნენ. იოსებ მაკრახიძისა და თენგიზ ხუბულურისგან განსხვავებით, მივლინებით ორჯერ ისარგებლა ქარელის დეპუტატმა გიორგი თოთლაძემ, რაშიც  7464.51 ლარი დაიხარჯა. ხაშურის მაჟორიტარმა სიმონ ნოზაძემ ერთხელ ისარგებლა და ამისთვის ბიუჯეტიდან 782.52 გამოიყო. კასპის მაჟორიტარმა ირაკლი მეზურნიშვილმა კი 7 ჯერ მიიღო მივლინებაზე ხელმძღვანელისგან თანხმობა, რისთვისაც 26 070.21 ლარი დაიხარჯა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები