ახალი ამბები
გორის პატრულის ყურადღება გზის სავალ ნაწილზე მჯდომმა მამაკაცმა მიიქცია
გორში, ქუთაისის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე მამაკაცი იჯდა. ამის გამო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

შუახნის მამაკაცი გორში მცხოვრები აღმოჩნდა. ის ალკოლოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ექიმებს აუხსნეს, რომ ვიზუალური დათვალიერებით ასფალტზე მჯდომ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ჭირდებოდა. 

პატრულმა ნასვამ მამაკაცს სახლში წასვლა ეკიპაჟის მანქანით შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები