ახალი ამბები
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებმა თავდაცვის სამინისტროს წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა (PHOTO)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებში.

ინფორმასციას ამის შესახებ, გორის სამხედრო ჰოსპიტალის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, პირობითი ბრძოლის ველიდან მოხდა ვერტმფრენით დაშავებული სამხედროების ტრანსპორტირება გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმებისთვის მსგავსი ტიპი წვრთნები ყოველ წელს ტარდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები