ახალი ამბები
წმინდაწყალზე ცეცხლმოკიდებულ ნაგვის ურნას დაცვის თანამშრომლები და მოქალაქეები ბოთლებით ასხამდნენ წყალს (Photo)
წიმინდაწყალზე, ყოფილი პროკურატურის და ამჟამად საფინანსო პოლიციის შენობის წინ მდგარ ახალ ნაგვის ურნას დაახლოებით 3 საათის წინ ცეცხლი მოუკიდეს.

ცეცხლმოკიდებულ ურნას საფინანსო პოლიციის შენობის დაცვის თანამშრომლები და მოქალაქეები ბოთლებით ასხამდნენ წყალს.

თვითმხილველის ინფორმაციით, ნაგვის ურნა ცეცხლის მოკიდებიდან დაახლოებით 10 წუთში მთლიანად დაიწვა.

დამწვარი ურნა ტერიტორიიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაიტანეს.

შეგახსენებთ რომ, გორის მერიამ გასულ თვეში 400-მდე ნაგვის ურნიდან, 350 ახლით ჩაანაცვლა, ძველი ურნები კი, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები