ახალი ამბები
სტალინის მუზეუმის ,,ზებრასთან" საქართველოს ბანკის მანქანა ავარიაში მოყვა
გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის წინ, საქართველოს ბანკის მანქანა დაამტვრიეს. ამის მიზეზი საავარიო სიტუაცია გახდა, რომელიც საფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას შეემთხვა.

საპატრულო პოლიციის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბანკის ქონებას ,,ოპელის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით, ,,ოპელის" მძღოლი დაჯარიმდა.

დაზიანებულია საქართველოს ბანკის კუთვნილი ავტომანქანის წინა მხარე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები