ახალი ამბები
ერგნეთში ფილმის ჩვენებას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაესწრო
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთის ,,ომის მუზეუმში" ფილმი უჩვენეს, რომელიც მავთულხლართების სიახლოვეს მცხოვრები 7 ქალის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის ჩვენებას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი დაესწრო.

პრეზენტაციის დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავარობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერად რჩება.

,,გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის," - აღნიშნა ელიზაბედ რუდმა.

გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ქალების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლების - „ქალები მავთულხლართების პირისპირ“ - ჩვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაიწყო.

ვიდეორგოლები გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები შვიდი ქალის ცხოვრებას ასახავს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელთაც მიუხედავად არაერთი სირთულისა და გამოწვევისა, შეძლეს გამხდარიყვნენ წარმატებულები და ეკეთებინათ საქმე, რომელიც არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი სოფლისთვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა.

ვიდეორგოლების მიზანი კონფლიქტებით დაზარალებული ქალების როლის წარმოჩენა, მათი საქმიანობისა და პოტენციალის, ასევე მათი შემართებისა და სამშვიდობო მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები