ახალი ამბები
პოლიციამ ,,ლომჭაბუკთან" ხილით ვაჭრობა აკრძალა
გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დღეს დილიდან ლომჭაბუკთან მისასვლელი გზა გადაკეტა. მთავარ შესასვლელში ყვითელი ლენტა გაავლეს.

პარალელურად, ერთი ეკიპაჟი მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად მორიგეობს. ამის გამო, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ხილით დარტვითული ტექნიკა ტერიტორიაზე ვეღარ შევა.

ხილით ვაჭრობა ზაფხულის განმავლობაში ღამის საათებში მიმდინარეობს. ადგილობრივ გლეხებს გადამყიდველები ხვდებიან, რომლებსაც პროდუქტი გასაყიდად დასავლეთ საქართველოში მიაქვთ. 

რეპორტაჟი ღამის ბაზრობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ერთი თვის წინ მოამზადა. რეპორტაჟში გლეხები ამბობენ, რომ მიუხედავად დაბალი ფასისა, ბაზრობა მათთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.

ღამით ხილით ვაჭრობა წმინდაწყალზე ახალი ბაზრის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები