ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეს ,,ცხოველის დაავადება" დაუდგინეს
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას გადის პირველი ბრიგადის ჯარისკაცი, რომელსაც დიაგნოზი ,,ლეპტოსპიროზი" დაუდგინეს. ამის თაობაზე, თერაპიული განყოფილების თანამშრომელმა ნინო გოგორიშვილმა საავადმყოფოს დირექტორს დავით ბარლიანს აცნობა და აღნიშნა, რომ პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

1 აგვისტოს მდგომარეობით, პაციენტს, გარდა ,,ლეპტოსპიროზისა", დაუდგინდა,,ბორელოზი", თირკმლის უკმარისობა და ა.შ.

,,ლეპტოსპიროზი" მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ,,ცხოველის დაავადებას" უწოდებენ. ის ადამიანებს ემართებათ მაშინ, როდესაც დაბინძურებულ სასმელს წყალს მიიღებენ. 

,,დაავადება ხშირდება ზაფ­ხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. ლეპტოსპ­იროზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება, ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ინფექციაგადატანილი და ინფექციის მატარებელი ცხოველები: ტყის მემინდვრია, თაგვი, ვირთაგვა, ზღარბი, ძროხა, ღორი, ძაღლი და სხვა, - რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებს. ადამიანი ასეთ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება." - აღნიშნულია სამედიცინო ლიტერატურაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები