ახალი ამბები
აგვისტოს ომიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

6 აგვისტო
20:00

აქცია ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან. აქციის მიზანია - 1991-1992 და 2008 წლებში დაღუპული ადამიანებისადმი ხსოვნის დადასტურება, აქციის მონაწილეები ყვავილებით შეამკობენ ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს.
ღონისძიებას ორგანიზატოპრები არიან „ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი“ და მოძრაობა „ქალები - მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ უწევს.

7 აგვისტო
22:00

8 აგვისტოს მემორიალის სკვერში ვიდეოინსტალაციისთვის 16 მონიტორი განთავსდება, რომელზეც უჩვენებენ ომის გმირების მოკლე ბიოგრაფიასა და კონფლიქტის კადრებს. აქციის მსვლელობისას, ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად სანთლებიც აინთება.
აქციის ორგანიზატორია გორის მუნიუციპალიტეტი.

8 აგვისტო
09:30

ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად წირვა ღვთისმშოლის შობის სახლეობის ეკლესიაში აღევლინება.

10:15
გორის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს დაურიგდებათ სამკერდე ნიშნები, რომელზეც გამოსახული იქნება ხსოვნის სიმბოლო.

11:30
გვირგვინებით შეამკობენ შინდისის გმირების მემორიალურ სვეტს.


12:00
გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.

14:00
მეუფე ანდრია და სხვა სასულიერო პირები კონფლიქტის ზონის სოფელ აძვის ტაძარში აღავლენენ ლოცვას. პარალელურად გორის სამხატვრო სკოლაში ფოტო გამოფენა მოეწყობა ომის თემაზე.

17:00
გორის თეატრში, მოეწყობა დოკუმენტური ფილმის, ,,გორი, უახლესი ისტორია. 2008 წლის აგვისტო“ პრეზენტაცია.

18:00
სოფელ ერგნეთში, ომის მუზეუმში პროექტ 08.08.08 პრეზენტაცია.

19:00
გორის სამხატვრო სკოლაში დაგეგმილია, სალომე ბენიძის წიგნის პრეზენტაცია ,,გმირი ქალები“.

18:00
აგვისტოს ომის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორის ცენტრალურ მოედანზე სანთლების აქციით - ,,08.08.08“ დასრულდება.

იმავე დღეს გვირგვინით შეამკობენ შემდეგ მემორიალებს:,,სიცოცხლის ხე“-ს ვერხვების დასახლებაში, 8 აგვისტოს მემორიალს, გორის ციხის ფერდობზე მდებარე გმირების მემორიალს და შინდისის გმირების მემორიალურ სვეტს, სოფელ შინდისში.


თუ გსურთ რუკის ნახვა გადადით მოცემულ
ლინკზე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები