ახალი ამბები
პოლონელმა ექსპერტმა დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე კონფლიქტის თეორიაზე ისაუბრა
"კონფლიქტის ფსიქოლოგიის და ცვლილებების თეორია" -ამ თემაზე გორის დემოკრატიის სკოლაში შეხვედრა გაიმართა. აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სპეციალულრად მოწვეული პოლონელი საერთაშორისო ექსპერტი - პროფესორი ტომაშ ტეოდორჩიკი, დამსწრე საზოგადოებას კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა.

ვორქშოპს დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მედიისა და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა ,,ქართლოსის“ ორგანიზებით მოეწყო.

პოლონელმა ექსპერტმა სხვადასხვა ქვეყნის კონფლიქტები განიხილა და იმ გავლენებზე ისაუბრა, რაც საომარი მოქმდებების შედეგად ადამიანებსა და საზოგადოებაზე აისახება.

პროფესორ ტომაშ ტეოდორჩიკის აქვს 20 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში მათ შორის ეკვადორში, აფრიკაში, კოსოვოში, უკრაინაში. ის არის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საზოგადოებრივი ფასილიტატორი, პროცესის ფსიქოლოგიის აკადემიის შემქმნელი, ფონდ „კონტრასტების ფორუმის“ დამფუძნებელი, „RS POP ZURICH“ და აგრეთვე „IAPOP“ წევრი, სოციალური პროექტების, ტრენინგების, მასტერკლასების, სტატიების და წიგნის ავტორი.

დასკვნით ნაწილში შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები ერთმანეს გაუზიარეს და ისაუბრეს, როგორ ესმით კონფლიქტი და რა ნაბიჯებს დგამს თითოეული მათგანი საპირისპირო მოსაზრებისა და პოზიციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობაში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები