ახალი ამბები
გორში სკვერების გასარწყავების მიზნით სათავე ნაგებობის აღდგენა გადაწყვიტეს
გორის მერიამ პრიორიტეტად მიიჩნია შიო მღვიმელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული (დღეის მდგომარეობით გაუქმებული) სათავე ნაგებობის სისტემის წყლის დებეტით უზრუნველყოფა, მწვანე ზოლების გასარწყავება და ქალაქში არსებული წყლის შადრევნების ტექნიკური წყლით მომარაგება.

ამის შესახებ შესაბამისი პროექტის მოემზადება მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს დავალება უკვე მისცეს. 

,,დავალების მიზანს წარმოადგენს ქ.გორის კულტურისა და დასვენების პარკის; იუსტიციის სახლის წინ მდებარე შადრევანის, სტალინის; ჭავჭავაძის, თამარ მეფის და აღმაშენებლის ქუჩების მწვანე ზოლების სარწყავი ქსელების და წყლის შადრევნების ტექნიკური წყლით მომარაგების წყალსადენის სისტემების დეტალური პროექტების მომზადება, შემდგომი სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად." - აღნიშნავენ ინფრასტრუქტურის სამსახურში.

შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობა ქსელზე დაერთდება და სარწყავი სისტემის მოწყობა შემდეგი მიზმართულებით განხორციელდება:

1 ლომჭაბუკის სკვერის გასარწყავება;
2 იუსტიციის სახლის წინ არსებული შადრევნის წყალმომარაგება;
3 ახალბაღის კულტურისა და დასვენების პარკის არსებული შადრევანის წყალმომარაგება.
4 ახალბაღში მწვანე საფარისა და ყვავილნარის სარწყავი ქსელის მოწყობა
5 სტალინის სახლმუზეუმის ეზოში არსებული მწვანე ზოლის გასარწყავება და შადრევნის წყალმომარაგება.
6 სტალინის გამზირის ორივე მხარეს არსებული გამწვანების ზოლის სარწყავი სისტემის მოწყობა და "შიოს წყაროს" სახელობის შადრევანის წყალმომარაგება.
7 ჭავჭავაძის ქუჩაზე, თეატრის სკვერში არსებული გამწვანების და შადრევნის წყალმომარაგება.
8 ჭავჭავაძის ქუჩაზე ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილის სკვერის გამწვანების სარწყავი სისტემის მოწყობა.
9 აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული გამწვანების ზოლის სარწყავი ქსელის მოწყობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები