ახალი ამბები
ჯავის რაიონში ,,კრაზი" გზიდან გადავარდა
მსხვერპლით დასრულდა ავარია ჯავის რაიონში, რომლის დროსაც 34-წლის მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, ,,კრაზის" ტიპის სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. დაიღუპა მგზავრი.

შემთხვევა ჩესელთი-გუფთას მონაკვეთზე მოხდა. ,,კრაზს" 41-წლის მამაკაცი მართავდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები