ახალი ამბები
ატენში გაზის ბალონი აფეთქდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ატენში ერთ-ერთ ოჯახში გაზის ბალონი აფეთქდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

აფეთქების შედეგად ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაშავდა, რომელიც გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქებისას ხანძარი არ გაჩენილა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების ჩარევა აღარ გახდა საჭირო.

დაშავებულ მოქალაქე კი, შესაბამისი დახმარება სამედიცინო დაწესებულებაში იღებს. მიმდინარეობს გამოძიება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები