ახალი ამბები
სოფელ კვარხეთში სარწყავად ჭაბურღილს გააკეთებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში სარწყავი წყლის ჭაბურღილი გაკეთდება. ამის შესახებ გორის მერიაში პროექტს ამზადებენ. პროექტი დაახლოებით ერთ თვეში იქნება მზად.

სოფლის მოსახლეობისთვის 120 მ3/სთ სიმძლავრის ჭაბურღილის გაკეთებაა დაგეგმილი. პროექტს მერიის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია საჭირო თანხის ოდენობა.

სოფელ კვარხეთში სარწყავი წყლის პრობლემა წლების განმავლობაში დგას. ნიქოზის კაშხლიდან გაშვებული წყალი სოფლამდე ვერ აღწევს. სოფლისთვის გათვალისწინებულ წყალს ფერმერები ხეხილის ბაღებში იყენებენ.

ამის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფერმებს წყლის მიტაცებაში ადანაშაულებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები