ახალი ამბები
ავნევში ჩარჩენილი მოხუცების ისტორია - აგვისტოს ომის ქრონიკები
.სოფლების ავნევისა და ნულის ისტორია 2008 წლის აგვისტოს ომის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედიაა. ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში იქ სამი მოხუცი ცხოვრობდა.

ისინი თვითმხილველები იყვნენ იმ ამბებისა, რაც ავნევში მოროდიორებისა და რუსი სამხედროების ყოფნის პერიოდში ხდებოდა. მათი ამსახველი ფოტოები რუსი სამხედროების დახმარებით შესული ჟურნალისტების ფოტოობიექტივშიც მოხვდა.

მოხუცებმა სოფელი 2008 წლის სექტემბერში დატოვეს. მათ კონფლიქტის ზონაში მომუშავე, არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ და ინტერვიუები ჩაწერეს. მასალა შემდგომ სპეციალურად აგვისტოს ომისთვის მომზადებულ წიგნში შევიდა. სტატიაც, სწორედ, ამ წიგნის საფუძველზე დავწერეთ
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები