ახალი ამბები
თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილებმა ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს
თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილებმა, რომლებიც ქარელში ცხოვრობენ, დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს. ისინი, დევნილთა დასახლებიდან, თიღვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

სოციალური სამსახურის უფროსის, ირმა ჭავჭავაძის ცნობით, აქციაში მონაწილეობა მიიღო ახალმა თაობამ, რომლებიც დევნილობაში გაიზარდნენ.

,,როგორც ყოველთვის, წელსაც მიაგეს გმირების საფლავებს პატივი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სპარტაკ პეტრიაშვილმა, მისმა მოადგილემ ზურაბ ტოროშელიძემ, გამგეობის თანამშრომლებმა და  ბავშვებმა ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს." - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები