ახალი ამბები
ცხინვალში დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, ცეცხლი მიგრაციის პოლიტიკის კომიტეტის მხარეს გაჩნდა. ,,ოსინფორმი" იუწყება, რომ სახანძრო ბრიგადებმა ცეცხლის ლოკაზილება 40 წუთში შეძლეს.

ადგილობრივი მედია ხანძრის გამოწვევ მიზეზებზე ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. კომენტარი არ გაუკეთებია დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვსაც.

Print

სტატიის გამოყენების პირობები