ახალი ამბები
პაატა ზაქარეიშვილი: ,,ქართველებსა და ოსებს თანაცხოვრება აძლიერებთ"
,,დადგება დრო, რომ ჩვენი ხალხები მიხვდებიან, რომ ერთად ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარსულზე იმაზე ფიქრი, რამაც ეს ხალხი გაყო ერთმანეთთან სხვადასხვა მიზეზთა გამო"- განაცხადა პაატა ზაქრეიშვილმა ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმში ყოფნის დროს.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ეს მიზეზები უკანა პლანზე გადაიწევს და წინ წამოიწევს განვითარება.

აგვისტოს ომიდან 10-წლის შემდეგ პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ მსოფლიომ ეს ომი ახალი თვალით დაინახა. ეს მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა განახორციელა:

,,მსოფლიო მიხვდა, რომ აგვისტოს ომი იყო არა მხოლოდ რუსულ-ქართული ომი, არამედ რუსეთის ნეოიმპერიალისტური ამბიციების განხორციელება." - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები