გუშინ, 13 აგვისტოს, დირბის დედათა მონასტერში, უშვილოთა და ორსულთა
შემწის, მიდგომილი ღვთისმშობლის დღესასწაული აღნიშნეს.
ეკლესიაში მადლიერი მომლოცველების ჩანაწერები ინახება, სადაც
აღნიშნულია, რომ ხატთან ლოცვის შემდეგ, შვილი შეეძინათ.
დირბის ეკლესიაში წლებია ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც, ოჯახის
შექმნის მიუხედავად, შვილი არ უჩნდებათ. ამ სასწაულს სწორედ მიდგომილი
მარიამის ხატს უკავშირებენ.
უშვილო წყვილთა შემწეობისათვის მონასტერში იქსოვება სარტყელი
უშვილოთათვის. სარტყელი წყვილებს მეტ სასოებასა და რწმენას
შთაუნერგავს.
მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობლის ხატი მე-14 საუკუნით თარიღდება.
მონასტერი კომუნისტების პერიოდში შელესეს, თუმცა, საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდეგ, ეკლესიას ნალესი მოაცალეს. ღვთისმშობლის
ფრესკა გადარჩენილი იყო.
დირბის მონასტერი მე-10 საუკუნით თარიღდება, ფრესკა კი, - მეთოთხმეტე
საუკუნით. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვით, სოფელი და ეკლესია სიმონ
პირველს იურუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის შეუწირავს.
ვახუშტის ცნობით, "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი
იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ
ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე
და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა – კურთხევით დაწესდა დირბის
ღვთისმშობლის დღესასწაული – 13 აგვისტო.
სტატიის გამოყენების პირობები