ახალი ამბები
,,იბოლიას" მუშებს მიწის ქვეშ მოძველებული მილები ხვდებათ
გორში, რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები გვიანდება. ამის მიზეზად კომპანია ,,იბოლოას" ხელმძღვანელი მოძველებულ საკანალიზაციო და სასმელი წყლის მილებს უკავშირებს.

მაგალითად, თოიძისა და დავითაშვილის ქუჩებზე, კომპანიის წარმომადგენლებს ამორტიზებული მილი დახვდათ. მის შეცლას კი, თითქმის ორი კვირა დაჭირდა.

გორის მერიის ცნობით, ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა გზის სამუშაოები 5 აგვისტომდე ვერ დასრულდა.

გორის მერის გადაწყვეტილებით, ,,იბოლიას" ხელშეკრულების დასრულების ვადა დამატებით ერთი თვე, სექტემბრის 5 რიცხვამდე გაუგრძელეს.

ანალოგიური ვითარება ერთი თვის წინ თბილისის ქუჩაზე შეიქმნა, როდესაც უკვე დაგებულ ასფალტზე წყალმა გამოჟონა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები