ახალი ამბები
ბობნევის ბანაკი გახსნისთვის ემზადება
დღეს, 14 აგვისტოს, 17 საათზე, სოფელ ბობნევში ტურისტული სასწავლო ბანაკი ,, გზამკვლევი’’ საზეიმოდ გაიხნება. ტურისტული განყოფილების თანამშრომლებმა მოსამზადებელ სამუშაოები თითქმის დაასრულეს.

,,ტურისტული სასწავლო ბანაკი ,,გზამკვლევი’’ არის ერთ კვირიანი და მასში მონაწილეობას მიიღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნნივერსიტეტის და ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ბანაკი იწყებს გიდების მომზადებას, მათი პრაქტიკული საქმიანობა გაგრძელდება გორის მუზეუმებში." - აღნიშნავენ ტურიზმის განყოფილებაში.

ბანაკი გაიხნება გორის მუნიციპალიტეტის მერიისდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაის ინიციატივით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები