ახალი ამბები
მმართველ პარტიას გორში შტაბის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური აქვს
,,ვაკანტურია" პარტია ,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელის პოსტი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის წარმომადგენელმა მიშა გოგინაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ უცნობია, ხელმძღვანელის არჩევის ზუსტი თარიღი. ამ ეტაპზე შტაბის ხელმძღვანელის ფუნქციებს პარტიის რეგიონული ორგანაციის თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი შეითავსებს.

კოტე თავზარაშვილი, რომელიც ამავე დროს, გორის მერია, პარტიულ აქტივს უწევს კოორდინირებას.  აქტივს გუშინ საგანგებოდ შეხვდა, თუმცა მედიისთვის საიდუმლოდ. მიუხედავად ამისა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მობილიზაციის ამსახველი ფოტო გადაიღო.

2018 წლის შემოდგომით საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი. გასულ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მმართველ მარტიის შტაბს გორში თემურ ხუბულური ხელმძღვანელობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები