ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შიდა ქართლის პოლიციის უფროსად მამუკა საღარეიშვილი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს პრეს-სამსახურიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით,საღარეიშვილი ამავე დეპარტამენტში მოადგილედ მუშაობდა.

რაც შეეხება კოტე ანანიაშვილს, რომელიც რეგიონის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამჯერად აჭარის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები