ახალი ამბები
გორში ასფალტის დაგების დროს სასმელი წყლის მილსადენი გასკდა
ალაქ გორში, ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩაზე, დღეს, შაბათს, სასმელი წყლის მილსადენი გასკდა და წყალმა შადრევანივით ამოხეთქა. მილსადენი მთავარ მაგისტრალს წარმოადგენს.

ამის შესახებ კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის მუშებმა წყალმომარაგების კომპანიას აცნობეს, საიდანაც უპასუხეს, რომ შაბათ-კვირას ისვენებენ. წყლის დიდი მასით შეწუხებულმა მცხოვრებლებმა გორის მერის მოადგილეს ეკატერინე სუხიშვილს აცნობეს.

ეკატერინე სუხიშვილთან დარეკვის შემდეგ, ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩაზე ერთი ახალგაზრდა ბიჭი მივიდა. ,,რა ვქნა, მარტო მე ვერაფერს გავაკეთებო. ავიღეთ და ჩვენი ძალებით შადრევანივით წყალი  ხის ნაჭრებით შევაჩერეთ" - აცხადებენ მუშები.

საგზაო სამშენებლო კომპანიის ბრიგადის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთება მათ კომპეტენციაში არ შედის. აღნიშნული კომპანია ეკ. ჯუღაშვილის ქუჩაზე ასფალტს აგებს.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალები მოამზადა გახეთქილი მილების შესახებ, რომელიც საგზაო მშენებლობის დროს, დაზიანდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები