ახალი ამბები
ცხინვალში ნასვამი მძღოლი ტრაქტორით გზიდან გადავარდა
ალაქ ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩაზე ტრაქტორი გზიდან გადავარდა. მილიციამ დაადგინა, რომ ტექნიკას ნასვამი მძღოლი მართავდა.

მძღოლი 36-წლის ასაკის აღმოჩნდა, რომელმაც ავარიის დროს, ტერიტორია მიატოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაქტორი იმ ქუჩაზე მოძრაობდა, სადაც მძიმე სატრანსპორტო საშუალების გავლა აკრძალულია.

მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც ნასვამ მძღოლს უკავშირდება. ,,მერსედესი" გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.

იმავე მედიის ცნობით, ,,მერსედესს" 32-წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები