სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წმინდაწყლის მიმართულებით მოძრაობა
შეიზღუდა. ცენტრალური უბნიდან სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება,
მდინარე მეჯუდის ხიდის გავლით, აღარ შეუძლიათ და მოძრაობა შემოვლითი
გზებით უწევთ.
საგზაო სამშენებლო საწარმოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცდილობენ,
მაქსიმალურ შემჭიდროვებულ ვადებში დაასრულონ აღნიშნულ მონაკვეთზე
მუშაობა. კომპანიის წარმომადგენლები საკანალიზაციო მილებს
ამონტაჟებენ.
,,დავიწყეთ ლომჭაბუკის ტერიტორიიდან ვაგრძელებთ გოგებაშვილის
ქუჩისკენ" - ამბობენ მუშები. მათი თქმით, ხელმძღვანელები არ იციან,
სად არიან - ,,ჩვენ ვმუშაობთ, ისინი ალბათ ჩრდილში ისვენებენ" -
გვითხრეს მათ.
26 მაისის სანაპიროდან გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით ახალი
ინფრასტრუქტურის მოწყობა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის
ფარგლებში ხორციელდება.
სტატიის გამოყენების პირობები