ახალი ამბები
შიდა ქართლში ფერიცვალობის დღეს გოგონები მინდორში ,,ფერიცვალას“ მოსაძებნად მიდიოდნენ
ერიცვალების დღეს დილით ადრე მზის ამოსვლამდე, სანამ ყვავილი და ბალახი ნამიანი იყო, გოგოები ადგებოდნენ და ბაღებში „ფერიცვალა“ ყვავილის მოსაკრეფად წავიდოდნენ.

ამის შესახებ სოფელ რუისიდან ეთნოგრაფიული მასალა ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა თამილა კოშორიძემ შეაგროვა. მის მიერ მოკვლეული მასალით ცნობილი ხდება, რომ გოგონები დაკრეფდნენ თეთრ ნამიან ყვავილებს და ხელით გასრესავდნენ. გასრესის შემდეგ, ყვავილი წითელ ფერად ღებავს ყველაფერს.

გოგონები „ფერიცვალას საღებავს“ წაისვამდნენ სახეზე და ასე მორთულები სიცილით სახლისაკენ გასწევდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სახეს მდინარის წყლით დაიბანდნენ და ლხინში წავიდოდნენ.

შიდა ქართლში ფერისცვალა ყვავილს მეორენაირად ღვრინჭილას ბალახ-ყვავილსაც ეძახიან, რომელიც ჩრდილებში იზრდება. მისი ყვავილი ქოლგის ფორმისაა და მას წვრილი, ქინძის მაგვარი თავები აქვს ამოსული-ზედ შავი წერტილოვანი.

შიდა ქართლში დიდ დღეობად ითვლებოდა ფერიცვალობა, რომლის დიდი ხატობა და ბაზრობა იმართებოდა სოფელ რუისში. დღეს 19 აგვისტოს ფერიცვალებაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები