ახალი ამბები
გიორგი ხოჯევანიშვილი დღეიდან შიდა ქართლის გუბერნატორია
იდა ქართლის გუბერნატორად გორში მცხოვრები გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა. კანდიდატურის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ გუშინ წერდა. ახალი გუბერნატორი დღეს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან გადმოინაცვლებს.

„ის დღემდე იკავებდა თანამდებობას კომპანია „მაგთიკომში“. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება, იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტს ალექსანდრე მოწერელია დაიკავებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ალექსანდრე მოწერელია სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან მოდის.

„მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ის შეძლებს თავისი წვლილის შეტანას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკადრო ცვლილებები გუბერნატორების მოადგილეებსაც შეეხება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები