ახალი ამბები
ქვემო ჭალაში და ხურვალეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იაპონიიდან საჩუქრები მიიღეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ქვემო ჭალისა და ხურვალეთის სკოლების მოსწავლეებმა იაპონიიდან ამანათი საჩუქრები მიიღეს. ამანათს თან წერილი ახლავს.

,,ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკვერის გახსნას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი საჩუქრები თქვენს ლამაზ პარკს დაამშვენებს," - სწერენ მეგობრებს შორეული ქვეყნიდან.

ცოტა ხნის წინ, ქვემო ჭალაში ახალგაზრდებმა საკუთარი სახსრებით, სოფლის ადმინისტრაციის შენობის წინ, სკვერი მოაწყეს, შეღებეს სკამები და გაასუფთავეს ტერიტორია.

ხურვალეთში კი, მოსწავლეებმა სოფლის ძველი კლუბის შენობაში, ასევე, საკუთარი სახსრებით საბიბლიოთეკო სივრცე მოაწყეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები