ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ცედანის ტყეში ხანძარს 100 მეხანძრე ებრძვის
ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის ფოთლოვანი ტყის საფარი. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საღამოს დაახლოებით 23 საათზე გაავრცელა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ადგილზე იმყოფება 100 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მათ შორის, ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები.

,,მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები."- აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით
ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები