ახალი ამბები
,,უკიდია ხეს და ბალახს. ტყეს - არა" - ხაშურის მერის მოადგილე ცედანის ხანძარზე
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში გაჩენილ ხანძარს აქრობენ. ამის შესახებ მერის მოადგილემ ზვიად ქურდაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, ცეცხლი ტყეს არ უკიდია. ,,
ამ დროისთვის უკიდია ხეს და ბალახს. ტყეს - არა, საგანგაშო არაფერია," - აცხადებს ზვიად ქურდაძე.

ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საღამოს დაახლოებით 23 საათზე გაავრცელა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ადგილზე იმყოფება 100 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მათ შორის, ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები.

,,მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები."- აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტოზე: სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცედანისკენ სურამის გავლით

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები