ახალი ამბები
ცედანის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები (PHOTO)
ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, ხანძარი გუშინ ფოთლოვანი ტყის საფარს გაუჩნდა. დამწვარია 10 ჰა-მდე ფართობი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სატყეო ეროვნული სააგენდოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლის სატყეო სამსახურის 30-მდე ტყის მცველი." - აცხადებენ სააგენტოში.

ადგილზე იმყოფება 220 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები, მათ შორის ტექნიკით ეხმარება შპს „საქართველოს მელიორაცია “.

ვითარების ადგილზე გასაცნობად ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, ასევე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები