ახალი ამბები
ცხინვალიდან 5 მოლაშქრე გაათავისუფლეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართველი მოლაშქრეები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავებულები ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს ხელისუფლებას უკვე გადასცეს. მოლაშქრეები ერგნეთის საგუშაგოდად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ასევე დაკითხავენ.

ცხინვალის მედიის ცნობით, მოლაშქრეები ყელის ტბასთან დაკაავეს. ყელის ტბა მდებარეობს არაღიარებული რესპუბლიკის კონტროლირებულ ტერიტორიაზე. თუ როგორ როგორ აღმოჩნდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოლაშქრეები, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გათავისუფლებულებს ჟურნალისტებთან ჯერ არ უსაუბრიათ
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები