ახალი ამბები
პ ი ა ნ ი ნ ო დღეს შიდა ქართლში იმოგზაურებს
დღეს, შიდა ქართლი დავით ალადაშვილის მუსიკალურ ტურნეს უმასპინძლებს. აქ, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის შემდეგ, გადაინაცვლებს.

მაგთიკომის პროექტის ფარგლებში დავით ალადაშვილი, ღია ცის ქვეშ, მუსიკით დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას. ,,პიანინო" ეს არის დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში ინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად.

მუსიკალურ ტურნე ,,პიანინო" კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მასშაბით, " 27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთის" ინიციატივით ეწყობა.

,,დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში მოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ატარებს. პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა." - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

შიდა ქართლში ტურნე დიციდან დაიწყება - 12 საათზე, შემდეგ გორის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებისთვის გაგრძელდება 14:30 სთ-ზე; 17:00 სთ-ზე უფლისციხეში გადაინაცვლებს, 20 საათზე კი, ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე მიემგზავრება.

ფოტო: ტურნე ყაზბეგში
Print

სტატიის გამოყენების პირობები