ახალი ამბები
შპს ,,ბორანმა" მეხანძრეებს ხაშურის რაიონში საკუთარი ტექნიკა დაახმარა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის ტყეში გაჩენილ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობში მონაწილეობას შპს ,,ბორანი" იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე ავრცელებს.

მისი ცნობით, კომპანია ,,ბორანმა" სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს საკუთარი ტექნიკა მიახმარა. შპს ,,ბორანი" თერჯოლის რაიონშია რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტების დაკვეთით სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, ცედანის ტყეში ხანძრის კერების ჩაქრობა კვლავაც გრძელდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები