ახალი ამბები
სოფელ წითელუბანში შუა აზიურმა ნაგაზმა მამაკაცი დაგლიჯა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითეულბანში მცხოვრებ მამაკაცს დაზიანებები ქვედა და ზედა კიდურებზე აღენიშნება. დაზიანებები მას ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში გაზრდილმა ,,ალაბაიმ" მიაყენა.

სოფლის წარმომადგენლის, როინ ადიკაშვილის თქმით, მამაკაცი ამჟამად სოფელში იმყოფება და საავადმყოფოდან გაწერეს:

,,სახლში გაზრდილმა, კარგად მოვლილმა ძაღლმა უკბინა, ნაკბენები ხელებზე და ფეხებზე აქვს. სხვა დეტალები არ ვიცი. ის ვიცი, რომ სახლშია უკვე გაწერილი" - აცხადებს როინ ადიკაშვილი.

შუა აზიური ნაგაზი ძაღლის ერთ-ერთი უძველესი ჯიში შუა აზიიდან. არ წარმოადგენს ხელოვნური სელექციის შედეგად მიღებულ სახეობას. გამოიყენება დაცვისათვის და საყარაულოდ. ჯიში ისტორიულად გავრცელებულია შუა აზიის ხალხებს შორის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები