ახალი ამბები
სოფელში დაქირავებული პირი, რომელმაც მოზარდი დააყაჩაღა, დააკავეს
დააკავეს პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 27 აგვისტოს, სოფელ ქვახვრელში მოზარდი დააყაჩაღა და მობილური ტელეფონი წაართვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტს შს სამინისტროდან აცნობეს.

დაკავცებულია 22 წლის მამაკაცი და მას სოფელ რეხაში მიაგნეს. შსს-ს ცნობით, მობილური ტელეფონით ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში დაბადებულ ა.ბ.-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გ.გ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იხ. ამავე თემაზე:

ქვახვრელში ბავშვი დააყაჩაღეს - ეჭვი ,,გაზიფიცირებაზე" მომუშავე პირზე მიიტანეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები