ახალი ამბები
ავტობანზე ქარელის მერიის ნაგავმზიდს საბურავი გაუსკდა
ქარელიდან ხაშურისკენ მიმავალი ნაგავმზიდი ავტობანზე დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერიის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. 

ნარჩენებით დატვირთულ მანქანას საბურავი გაუსკდა, რომლის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. მერიაში ირწმუნებიან, რომ ასეთი საბურავებით მოძრაობდა ნაგავმზიდი.

მანქანის დაზიანებას, ავტობანზე, საგზაო მოძრაობის რაიმე სახის სერიოზული შეფერხება არ გამოუწვევია.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, საბურავი, რომელიც ავტობანზე გასკდა, სათადარიგო იყო. მანამდე, ქარელის ნაგავმზიდს კიდევ ერთი საბურავი ჰქონდა დაზიანებული.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის ნარჩენები ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელზე მიაქვთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები