ახალი ამბები
გორში პარლამენტარის კომპანიისგან ქვიშა იყიდეს და ქვაფენილი ბეტონით ამოავსეს
ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, დაზიანებულ ქვაფენილს ბეტონით ავსებენ. ამის შესახებ ფოტო, თავდაპირველად, საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ გადაიღო.

მისი თქმით, გორის მერიამ უნიკალურ მეთოდს მიაგნო, რომელსაც ახალი სტილი შეაქვს ქალაქის იერსახის განვითარებაში.

,,ეს რამე ახალია ქვაფენილზე ორმოს ამოვსება ბეტონით?! სანახავად მოდიან არქიტექტორები, არ მოგპარონ ევროპელებმა ექსკლუზივი, ბატონო, კოტე, საავტორო უფლებები დაიცავი." - მიმართავს საკრებულოს წევრი გორის მერს კოტე თავზარაშვილს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ბეტონით ქვაფენილი დიდების მუზეუმთან ამოავსეს. ქვიშა მუზეუმს გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა, გიორგი ქვათაძემ კომპანია ,,იბოლიასგან" შეუძინა. ,,იბოლია" გორის მაჟორიტარი პარლამენტარის, იოსებ მაკრახიძის დაფუძნებულია.

მთავარზე ლაშა ჯიოშვილის ფოტო.

გაგრძელება:

ვინ დაასხა ბეტონი ქვაფენილზე? - პასუხისმგებლობა ,,კეთილმოწყობის" სამსახურს დააკისრეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები