ახალი ამბები
პრესტიჟული ფაკულტეტები გორის უნივერსიტეტში
გორის უნივერსიტეტში, მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა უმრავლესობა ,,სამართალმცოდნეობაზე" მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოცდო ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, შემდეგ ადგილს იკავებს ,,ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა". სულ უნივერსიტეტში, გამოცდებით ჩაირიცხა 240 სტუდენტი.

უფრო კონკრეტულად:

სამართალმცოდნეობა - 58 სტუდენტი (აქედან 50%-იანი გრანტი 5-მა მოიპოვა)
ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა - 44 სტუდენტი (აქედან 70%-იანი გრანტი 1-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 1-მა მოიპოვა)
საჯარო მმართველობა - 31 სტუდენტი (აქედან 50%-იანი გრანტი 1-მა მოიპოვა)
ტურიზმი - 14 სტუდენტი

ინგლისური ფილოლოგია - 13 სტუდენტი
ინფორმაციული ტექნოლოგიები - 13 სტუდენტი
ფსიქოლოგია-12 სტუდენტი
ფინანსები - 9 სტუდენტი
საბუღალტრო და საგადასახადო საქმე - 9 სტუდენტი
ქართული ფილოლოგია - 7 სტუდენტი
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური - 7 სტუდენტი
სპორტი - 7 სტუდენტი
ისტორია - 6 სტუდენტი
ბიოლოგია - 5 სტუდენტი
სასტუმროს მენეჯმენტი 3 სტუდენტი
ეკონომიკა - 1 სტუდენტი
ჟურნალისტიკა - 1 სტუდენტი

რაც შეეხება გრანტის მიმღებ სტუდენტების რაოდენობა, ამავე მონაცემების მიხედვით, 240 ჩარიცხულიდან 11-მა აბიტურიენტმა მოიპოვა 50%-იანი გრანტი, ხოლო 2-მა 70%-იანი გრანტი
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები