ახალი ამბები
გორში გარემოვაჭრეებს პირადობის არქონის გამო ვერ აჯარიმებენ
დღეს დილიდან გორში გურამიშვილის ქუჩას პოლიციის თანამშრომლები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ. ისინი გარემოვაჭრეებს ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ.

გორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა, მხოლოდ, გარკვეულ ტერიტორიებზეა დასაშვები, მერთან შეთანხმებით. 

გურამიშვილის ქუჩაზე, გარემოვაჭრეები პოლიციის წასვლას ელოდებიან და ამბობენ, რომ ისინი თანახმანი არიან ფიქსირებული გადასახადი გადაიხადონ.

გორის მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბოლო ორი დღეა უკანონო გარევაჭრობა კვლავ გაჩაღდა: ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ვერ ვწერთ, რადგან ამ პიროვნებების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. მათ არა აქვთ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტები" - აღნიშნავენ ისინი
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები