ახალი ამბები
მთავრობა რეგიონებში საზოგადოების ღირებულებების კვლევას იწყებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მომდევნო 6 თვეში, საქართველოს მასშტაბით, სოციოლოგიური კვლევა ჩატარდება, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ეროვნული ღირებულებების, თანამედროვე ქართული საზოგადოების ღირებულებითი ველის, ძირეული მოთხოვნილებებისა და კულტურული ენთროპიის იდენტიფიცირებას.

ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გამოსცა. გადაწყვეტილების თანახმად, საჭიროა მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატარებულ იქნას რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს, ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაში, მოსახლეობის მოთხოვნებისა და ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას.

6 თვის განმავლობაში ჩატარდება სოციალური კვლევა, კერძოდ კი გამოკითხება მოსახლეობა და განისაზღვრება მიმდინარე პერიოდში მათთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე ქართული საზოგადოების ღირებულებითი ველი, ძირეული მოთხოვნილებები და კულტურული ენთროპია.

მიღებული შედეგებით შესაძლებელი გახდება სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, სიღრმისეულად იქნას გაგებული მოსახლეობის მიდგომები და ხედვები. რაოდენობრივი კვლევისთვის, შერჩევით შეირჩება ქალაქები და სოფლები
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები