ახალი ამბები
შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა გამოაცხადეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შუადღეს 5-ბალიანი შტორმი დააფიქსირეს. ტალღების სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია:

,,შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს" - აღნიშნულია მიმართვაში.

ამჟამინდელი მდგომარეობით, აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე. მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00 საათიდან - 14:00 საათამდე საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს უვნებლად
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები