ახალი ამბები
გორში 150 გრ მარიხუანას შენახვისთვის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც კიდურები პარალიზებული აქვს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 45-წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც საცხოვრებელ სახლში 150 გრ მარიხუანა აღმოუჩინეს. სტაჟიორ პროკურორის, ბარბარე ჩხეიძის მოთხოვნით, მას გუშინ 7 ათასლარიანი გირაო შეუფარდეს. ადვოკატი მაია გრიგოლიშვილი, გირაოს სანაცვლოდ, 2 ათას ლარს ითხოვდა.

დაკავებულ მამაკაცს არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი, ასევე, მარცხენა ზედა და ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს.

პოლიციამ, სახლის ჩხრეკის დროს, სარდაფიდან საბრძოლო მასალები (ტყვიები) ამოიღო. დაკავებულის განცხადებით, ტყვიები მან 10-წლის წინ იპოვა , მაშინ როდესაც გორში რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

პროკურორის განცხადებით, აუცილებელია დაკავებულის მიმართ გამოყენებული იქნეს აღკვეთის ღონისძიება, რადგან მოსალოდნელია დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე.

,,ის გავლენას მოახდენს ოჯახის წევრებზე, მოწმეებზე. იყო წარსულში ნასამართლევი, თანაც, ანალოგიური ბრალდებით, შესაბამისად, აუცილებელია, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს აღკვეთის ღონისძიება“ - აღნიშნა პროკურორმა.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი მოწმეებზე ზეწოლის საშიშროებაზე საუბრობდა, მოსამართლეს დაკავებულის მიმართ გირაოს გამოყენება მოსთხოვა:

,,მოვითხოვთ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გამოიყენოთ გირაო 7 ათასი ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფა 10 დღეში მოახდინოს“ - აღნიშნა პროკურორმა.

ადვოკატის განმარტებით, დაკავებულს არ გააჩნია ქონება, არა აქვს შემოსავალი, შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის თანხას ვერ მოაგროვებს. ,,ჩვენ ვითხოვთ 2 ათასლარიან გირაოს 40 დღის ვადით“ - განაცხადა ადვოკატმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულს გირაო, 7 ათასი ლარის სანაცვლოდ, შეეფარდა. თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მისცე
ს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები